29 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
იყო თუ არა ავტომობილი გატაცებული, რომლის ავარიაც ონში მსხვერპლით დასრულდა - სავარაუდო დანაშაულში მონაწილეს მძიმე დაზიანებები აქვს და ჯერ ჩვენება არ მიუცია

ონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული გამოძიება ამჟამად ყველაზე მეტად 29 წლის ლუკა ჭუმბაშვილით არის დაინტერესებული, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდამ, თანამზრახველთან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გაიტაცა და ონის მიმართულებით მოძრაობდა. ის ახლა ქუთაისის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მკურნალობს. მისი ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც, სავარაუდოდ, გატაცებული ავტომობილით ავარიაში მოჰყვა, მისი თანხმლები ჯუმბერ ჩიხლაძე კი ადგილზევე დაიღუპა.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა არ იცის, რეალურად რა მოხდა გუშინ ონის ცენტრში. ფიქრობენ, რომ ფატალური შედეგი უბედურ შემთხვევას უკავშირდება. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქალაქში დემეტრე მეფის ქუჩაზე, ეზოში შევარდა. მძღოლმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, საჭე ვერ დაემორჩილა და დაეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს, რომლის სამი მგზავრიც მძიმედ დაშავდა.

დაშავებულებს შორისაა კარლო ლაფერაძე, რომელიც თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი და წიაღის ეროვნული სააგენტოს მოქმედი უფროსის მოადგილეა. ის შემთხვევის დროს ყველაზე მეტად დაშავდა. კარლო ლაფერაძე ამ ტერიტორიაზე მეუღლესთან და მეგობართან ერთად საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ავტომობილი, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, გაიტაცეს, ზურაბ ზახარაშვილის მფლობელობაშია. ის ამ საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც დღეს "კურიერთან" საუბარი არ ისურვა. მისი ახლობლები კი აღნიშნავენ, რომ მანქანის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით ზახარაშვილმა გუშინ თავად თქვა

დანაშაულზე, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გატაცების ფაქტს ჯერ არ ადასტურებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების ოფიციალური პოზიცია შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია სავარაუდო დანაშაულში მონაწილე ჭუმბაშვილის ჩვენებაზეც.

დღის ამბები