29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
20 მილიონიანი ინვესტიცია "ქართლი ტექსტილის" ასაშენებლად - კომპანია Adidas-ის, Puma-ს და Nike-ის ბრენდის სამოსს შეკერავს

"ქართლი ტექსტილის" საამქრო, რომლის მშენებლობაც დღეს დაიწყო, 4 თვეში დასრულდება. 20 მილიონის ინვესტიციას საწარმოს ასაშენებლად "აჭარა ტექსტილი" განახორციელებს. ინვესტორის განმარტებით, კომპანია 3 ათასზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და რუსთავში "ადიდასის", "პუმასა" და "ნაიკის" ბრენდის სამოსს შეკერავს.

"ტექსტილის" საწარმოს ასაშენებლად 10 მილიონიანი სესხი "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ გასცა. ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო მზადაა ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად კერძო სექტორს დაეხმაროს. 

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი "ტესქტილის" საწარმო იქნება დასაქმების ერთ-ერთი მასშტაბური კერა - ასე შეაფასა რუსთავში დაწყებული მშენებლობა გიორგი გახარიამ. პრემიერი პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნო და პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გახარია ეკონომიკური სტაბილურობის გასაღებს ადგილობრივი წარმოების წახალისებაში ხედავს.

ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიცია მხარის ეკონომიკური სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია სახელმწიფო რწმუნებულს. შოთა რეხვიაშვილის თქმით, ადგილზე კვალიფიციური კადრების მომზადება დღეიდან აქტიურად დაიწყება.

"ქართლი ტექსტილი" ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. თურქულ-ქართულ კომპანიას საწარმოს ასაშენებლად მიწა სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა. 

 

 

დღის ამბები