29 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
პრეზიდენტმა მარიამ ქვრივიშვილთან შიდა ტურიზმის განვითარებაზე იმსჯელა

შიდა ტურიზმის განვითარება და სექტორში მომუშავე კომპანიების მხარდაჭერა - ამ საკითხებზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ასევე საუბარი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მიდგომებზე.

პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიას ატარებს, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში უკვე იმყოფებოდა.

"შედგა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც აქტიურად უჭერს უჭერს მხარს საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყნას გააჩნია, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა კერძო ბიზნესის, რომელიც აქტიურად არის ჩართული ტურიზმის ინდუსტრიაში და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც "კოვიდ - 19"-ის დროს ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დაზარალდა," - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები