29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"ლელომ" ხულოში რიგით 28-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ხულოში რიგით 28-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ.

მოსახლეობასთან საუბარი პარტიის სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ არჩევნებს შეეხო. "ლელო საქართველოსთვის" ხულოს გუნდს ლევან აბულაძე უხელმძღვანელებს.

დღის ამბები