29 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე ექნება - პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კანონპროექტს, რომელიც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 79 მომხრე ჰყავდა და წინააღმდეგ 1 დეპუტატი წავიდა.

ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული. ინიცირებული კანონპროექტით ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს  დიმიტრი ხუნდაძეს, დიმიტრი მხეიძეს, ზურაბ ხაჩიძეს და ილია ნაკაშიძეს ეკუთვნოდათ.

დღის ამბები