29 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს.

"საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ჩართვას გეგმავს, თუმცა რა ფორმით ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. 

დღის ამბები