კორონავირუსის შემთხვევები პანდემიის ეპიცენტრში კვლავ მატულობს - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო კალიფორნიის შტატში რესტორნების შიდა სივრცეები, ბარები, კინოთეატრები, ზოოპარკები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები დაიხურა.
მონაცემები მატულობს ინდოეთსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში. COVID-19 დაუდასტურდა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ მთავრობები უფრო ქმედით ზომებს არ მიიღებენ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები ისევ მატულობს მეზობელ სახელმწიფოებში. სომხეთში უკვე ჩავიდა გერმანელი ექიმების გუნდი, რომლებიც სომეხ კოლეგებს 2 კვირის განმავლობაში დაეხმარებიან.