29 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული დავით კობალაძის და მასთან ერთად დაკავებული 5 პირის ადვოკატები პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

"ქართული ოცნების" დეპუტატის კობა კობალაძის შვილის და მასთან ერთად დაკავებული 5 პირის უფლებადამცველები პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

შეგახსენებთ, ყველა მათგანს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მათ წინააღმდეგ საქმე ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ძებნაშია ერთი პირი, კიდევ ერთ ახალგაზრდას კი მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

საქმე ეხება 24 ივნისს, ზაქარიაძის ქუჩის მახლობლად მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ენდელაძეს 6 ადამიანი შურისძიების მოტივით თავს დაესხა.

ოთხმა მათგანმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ორმა კი ბასრი საგნების გამოყენებით დაჭრა.

 

დღის ამბები