29 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
"სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორნი" - კობა კობალაძემ შვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ კომენტარი გააკეთა 

დეპუტატ კობა კობალაძემ, მისი შვილისთვის და მასთან ერთად დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეეფარდების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კობალაძე ამბობს, რომ სამართლის წინაშე ყველა თანასწორია და ისიც და მისი ოჯახის ყველა წევრი "პასუხისმგებლიანად ცხოვრობს" : 

"საკმაოდ პასუხისმგებლიანად ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ესე, მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე, სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორნი და არც არავისი ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება,“ - განაცხადა კობა კობალაძემ.  

შეგახსენებთ, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს იარაღის გამოყენებით გიორგი ენდელაძეზე ძალადობას ედავება. ამ დრომდე ძებნაშია კიდევ ერთი პირი. ჯერჯერობით, ყველა დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.   

დღის ამბები