29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებაზე სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.
 
"დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
 
ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.
 
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტთან სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სომხური მედია იუწყება, აზერბაიჯანელი სამხედროები ტავუშის რეგიონში სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკავებას შეეცადნენ.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანულმა მხარემაც. მომხდარში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი სომხეთს ადანაშაულებს და კონფლიქტის პროვოცირებაში სდებს ბრალს.

დღის ამბები