29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
კობა კობალაძის შვილი და მასთან ერთად დაკავებული 5 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი და მასთან ერთად დაკავებული 5 პირი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა გამოეყენებინა.

კობა კობალაძის შვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დავით კობალაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მისი დაკავება თბილისში 24 ივნისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 5 პირი.  

დღის ამბები