29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"ევროკავშირი არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას საქართველოში" - სვენ მიქსერი

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - ამ საკითხზე მომზადებულ ანგარიშს საგარეო საკითხთა კომიტეტი დღეს უყრის კენჭს.

ანგარიშის ავტორმა დეპუტატებს დოკუმენტი უკვე წარუდგინა. კენჭისყრისთვის ანგარიშში შესატანი არაერთი ცვლილება მომზადდა.

ერთ-ერთი შესწორების თანახმად, ევროდეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ბრძოლა კორუფციისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.

დოკუმენტის პირველი განხილვა ორი თვის წინ გაიმართა და მაშინ განცხადებები გაკეთდა პოლიტპატიმრებთან და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. სიტყვით უკვე გამოვიდა მოხსენების ავტორი სვენ მიქსერი.

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ ევროკავშირი რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.

"ევროკავშირი არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას საქართველოში, არამედ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. არჩევნების წინ აუცილებელია, რომ ეს მხარდაჭერა ნათლად იყოს დემონსტრირებული ევროკავშირის მხრიდან,"- განაცხადა სვენ მიქსერმა.

დღის ამბები