29 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
დავით კობალაძისთვის პროკურატურა პატიმრობას, ადვოკატი კი 5-ათას ლარიან გირაოს ითხოვს

სასამართლო "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილისა და მასთან ერთად დაკავებული 5 პირის საქმეზე მსჯელობს. კობა კობალაძის შვილი დანაშაულს არ აღიარებს. მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა გამოიყენოს. 

ადვოკატი სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. უფლებადამცველი, ირაკლი გაბრიჭიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს. 

ადვოკატი ბრალდებულის უდანაშაულობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობენ, რომ ის დაკავებული არ უნდა იყოს, რადგან პოლიციას თავად მიმართა. 

"მას წარდგენილი აქვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, რასაც არ გამოუწვევია არავითარი დაზიანება. ჩემთვის გაუგებარია საერთოდ რატომ არის დაკავებული, როდესაც იგი თავისი ნებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მე მაქვს მოლოდინი, რომ დღეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული,“ - განაცხადა ადვოკატმა, ირაკლი გაბრიჩიძემ.

დავით კობალაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მისი დაკავება თბილისში 24 ივნისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 5 პირი.  

დღის ამბები