29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"ევროპული საქართველო" თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს

თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებენ. იუსტიციის მინისტრის მისვლას საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველო" ითხოვს. მიზეზი ბაჩანა შენგელიას საქმეა. მოთხოვნა პარტიამ ბიუროს სხდომაზე დააყენა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი იმედი გამოთქვა, რომ თეა წულუკიანი კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ყველა კითხვას პასუხს გაცემს.

"ქალბატონი წულუკიანი არ მოდის კომიტეტზე... თხოვნა მაქვს თქვენთან, უზრუნველყოთ, რომ ქალბატონი წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და რაც ღია ინფორმაციაა, დადასტურებულია რომ კანონს არღვევს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი პარლამენტს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები