29 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე.

"მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კოვიდ-პანდემიის პრევენციის მიმართულებით გადადგმულ ძალისხმევას და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გადაიდგა დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით,“ - აღნიშნავს  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი.

დღის ამბები