29 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ-ანდრია ჯაღმაიძე

აია-სოფიას მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, სტატუსის შეცვლას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატუსის შეცვლა სამწუხარო ფაქტია.

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ისტორიული ნაგებობა კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ უნდა დარჩეს.

დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქომ აია-სოფიას თემასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

​"საპატრიარქომ შესაბამისი განცხადება უკვე გამოაქვეყნა, რომ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო ფაქტია. დღევანდელობაში, როდესაც ასეთი არეულობაა, ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ აია-სოფიას მეჩეთის სტატუსი მიენიჭა.

დღის ამბები