29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობს

"ევროპული საქართველო" ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია აკრძალვაზე, რომლის გამოც აღნიშნული კომპანიები მუშაობას ვერ აგრძელებენ.

ამ ფონზე "ევროპული საქართველო" ყურადღებას ამახვილებს კახა კალაძის მეგობრის, გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილ კომპანია "ნევერლენდის" ღონისძიებებზე, რომელსაც პარტიის ინფორმაციითვე ასეულობით პირი ესწრებოდა.

"ამ აკრძალვების მიუხედავად, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან პირადი კავშირები აღმოჩნდა საკმარისი კომპანია "ნევერლენდის" მფლობელისთვის გიორგი გოგუაძისთვის,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები