29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ჩხოროწყუს სოფლებში ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და გზები დააზიანა

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოიშალა სასაფლაოს ბეტონის ღობე. 
 
დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, რის გამოც სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. 

ამავე სოფელში რამდენიმე ოჯახს ძლიერმა ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, დაიხოცა შინაური ფრინველი, განადგურდა მოსავალი. 

მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას ინფორმაციით, ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის. 

დღის ამბები