29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში ავიარეისებს Wizz air-ი და My way Airlines ასრულებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიარეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ.

დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

15 ივლისი - ბარსელონა,

17 ივლისი - რომი,

22 ივლისი - პარიზი,

28 ივლისი - ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 857 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5 001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 219 პირი.

დღის ამბები