29 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა.

ნინო ლომჯარიამ ოჯახის პოზიცია ადგილზე მოისმინა და მათთვის ცნობილი ინფორმაცია გაცვალეს. 


სახალხო დაცველის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გახელაძის ოკუპირებული ცხინვალიდან გასათავისუფლებლად.

ომბუდსმენმა სინანული გამოთქვა, რომ აღარ არსებობს არცერთი ფორმატი, სადაც მხარეები ასეთ საკითხებზე იმსჯელებენ. ნინო ლომჯარიას თქმით, საჭიროა დაფიქრება ახალ ფორმაზე, მაგალითად ომბუდსმენის ხელშეწყობითა და მონაწილეობით, რომელიც აბსოლუტურად ჰუმანიტარულ საკითხებზე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

დღის ამბები