29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ჯარიმა საკარანტინო სივრციდან გაქცევისთვის - მამაკაცი, რომელიც ცხელების ცენტრიდან გაიქცა სამართალდამცველებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს

მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა იპოვეს და საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. მამაკაცს სანქციის სახით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა აღნიშნა, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. 

ექიმის ინფორმაციითვე, პაციენტის "კოვიდ-19-ის" ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის უარყოფითი იყო. 

დღის ამბები