29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
დედაქალაქში ცოფის შემთხვევებმა იმატა - მთავარი იმუნოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ ახლა უკვე ცოფის ვირუსის გამოც მოუწოდებს

თბილისში ცოფის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. დედაქალაქის მასშტაბით უპატრონო ძაღლები თითქმის ყველგან გვხვდება. ცხოველების მხრიდან დაკბენის შემთხვევებიც გახშირდა.

ცოფის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ თავშესაფარშიც. თეიმურაზ წიქორიძე ყვება, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არაეფექტური ნაბიჯები იდგმება, არ არსებობს არც ორგანიზაცია, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის კუთხით აღწერას აწარმოებს და პრობლემებს საფუძვლიანად შეისწავლის.

მიმდინარე წელს ცოფის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსთან ბრძოლაში ჩართულია მონიტორინგის სააგენტოც, რომელიც პრევენციის მიზნით ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურას ატარებს.

ქვეყნის მთავარი იმუნოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ ახლა უკვე ცოფის ვირუსის გამოც მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ერთი შემთხვევის დაფიქსირებაც კი განგაშის საფუძველს იძლევა. მომზადდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საკითხი ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს.

იმ შემთხვევაში, თუ ცოფის შემთხვევა ისევ დაფიქსირდება, ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მზარდი გამოვა. მთავარ რეკომენდაციად კვლავ დროული ვაქცინაცია სახელდება. ცოფის ადამიანზე გადაცემის ფაქტი კი წელს ჯერჯერობით არ ფიქსირდება.

დღის ამბები