29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ქუთაისის საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს.

საშუალო ასაკის მამაკაცი ინფექციურში დღეს ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს. ის ტრაილერის მძღოლია და მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

პაციენტს საჭირო კვლევები უტარდება. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ამ ეტაპზე 4 პაციენტი ჰყავთ.

დღის ამბები