29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტთან სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტთან სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სომხური მედია იუწყება, აზერბაიჯანელი სამხედროები ტავუშის რეგიონში სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკავებას შეეცადნენ.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან მას შემდეგ დაიხიეს, რაც სომხეთის თავდაცვითი ძალების მხრიდან საპასუხო სროლები განხორციელდა.

განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარეც. მომხდარში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი სომხეთს ადანაშაულებს და კონფლიქტის პროვოცირებაში სდებს ბრალს.

ინციდენტის დროს დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ უწყებები ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

დღის ამბები