29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლია. ის ბათუმის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ანალიზი აუღეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქეს სურს თურქეთში იმკურნალოს, ამიტომ მას დღესვე სარფის საბაჟოზე გადაიყვანენ.

დღეის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდ ცენტრია, დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით7 პაციენტს მკურნალობენ.

დღის ამბები