29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი", რომლის წევრი გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძეც არის, მაჟორიტარების წარდგენას იწყებს

პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ცენტრალური ოფისი გახსნა. პროცედურები დასრულებულია, ცესკოში განცხადება შესულია.

პარტია პირველ აგვისტოს საარჩევნო პროგრამას წარადგენს. 10 აგვისტოს თბილისის, ხოლო 20 აგვისტოდან რეგიონის მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარ კანდიდატებს ასახელებს.

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივნის მარიამ ჯაშის განცხადებით, საარჩევნო პროგრამის დეტალური განხილვები საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან მალე დაიწყება.

"ჩვენ გვექნება დეტალური განხილვა, საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან. გვექნება პრეზენტაციებიც,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, პარტიის საქმიანობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და პირადი ტრაგედიის მიუხედავად ამ საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

"მე ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეს ყველაფერი იყო ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე, მიუხედავად ჩემი ოჯახური პრობლემებისა, მე ყოველთვის აქტიური მოქალაქე ვიყავი და ასეც გაგრძელდება პოლიტიკაში,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დღის ამბები