29 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

გამოძიება ინტერესდება, რის საფუძველზე განაცხადა "მთავარი არხის" დირექტორმა, რომ საქმის მასალებში არსებულ ერთ-ერთ ვიდეოში ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ფიგურირებდა. გამოკითხვის პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

"დაკითხვა შაქარაშვილის საქმეს უკავშირდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. შესაბამისად, პოზიციაც არ გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული. შემიძლია ვთქვა ის, რომ ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება რომ არ გათქვას წყარო თუ საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია,"- აღნიშნა ნიკა გვარამიას ადცოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ კითხვები ნიკა გვარამიასთან მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნება. 

"კითხვები იქნება სხვა უამრავ მოსაზრებასთან და გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველამ მოისმინა. ჩვენ გვაინტერესებს თუ საიდან მიიღო მან ინფორმაცია. დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა არა. თუკი გამოძიებისთვის საჭირო იქნება, ყველა ის პირი ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ყველა დაიკითხება,"- აცხადებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები