29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
სან-ფრანცისკოს ნაფიცმა მსაჯულებმა რუსი ჰაკერი დამნაშავედ ცნეს

სან-ფრანცისკოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ჰაკერული თავდასხმების სერიასა და კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე, ევგენი ნიკულინი, რომლის დანაშაულებრივი საქმიანობის უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენდა უმსხვილესი ამერიკული სოციალური მედიაკომპანიები LinkedIn და Dropbox.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო ვერდიქტს კალიფორნიის საოლქო სასამართლო 29 სექტემბერს გამოიტანს.

30 წლის ევგენი ნიკულინი პრაღაში 2016 წელს დააკავეს და ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით გადასცეს აშშ-ს, სადაც მას ბრალი წაუყენეს ამერიკულ ტექნოლოგიების კომპანიათა ინტერნეტსისტემებში შეღწევასა და მილიონობით ადამიანის პირადი ინფორმაციის მითვისებაში.

დღის ამბები