სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში, პოლიციამ ეკლესიაში მძევლების აყვანის მცდელობა აღკვეთა.
11 ივლისს მომხდარი ინციდენტის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია 30 თავდამსხმელი და ამოღებულია 25 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესიაში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.