29 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტიდან  საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.  33 წლის ზაზა გახველაძე სოფელ ქვემო ჭალაში,  სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს. ის სოკოს საკრეფად იყო წასული. გატაცების ფაქტს ადასტურებს სუსიც. მათი ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა გახველაძე ფეხშია დაჭრილი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

 

დღის ამბები