29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
მე ვთლი რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა, იყო შეცდომა - ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრაზე

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართულ იხსენებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე,  მამუკა ხაზარაძე და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. როგორც ვანო ჩხარტიშვილი ამბობს,  ეს შეხვედრა მისი გადმოსახედიდან შეცდომა იყო. 

გარდა ამისა, ბიზნესმენი ამბობს, რომ გენერალური პროკურორი ამ შეხვედრაზე შეცდომით იყო და მას იქ იყო ყოფნის დროს, საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს.  

"შეხვედრა შედგა ბატონი მამუკას ინიციატივით. ბატონმა მამუკამ წარმოადგინა ეს ფაქტი, თითქოს ამ შეხვედრაზე დაზარალებულად გამოვიდა. ანუ, შეიკრიბნენ, იძალადეს მასზე და მას რაც უნდოდა ის ვერ გააკეთა და ა.შ.. ესეთი შთაბეჭდილება რჩება. მინდა გითხრათ, იმ შეხვედრაზე საკონსტიტუციოზე დავა არ ყოფილა. მე ვთლი, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა, აბსოლუტურად იყო შეცდომა, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან არ იყო საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შეცდომიდან გამომდინარე, მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ძალიან ნათლად დაინახეს იქ მსხდომმა ადამიანებმა, მორალურად ამ საქმეში ვისკენ იყო სიმართლე. იყო ძალიან მეგობრული გარჩევა, გარჩევას თუ დავარქმევთ ამას. უბრალოდ იყო ფაქტების ფიქსაცია, თუ რაში იყო საქმე. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს პროკურორს. თუ პროკურორმა რაიმე თქვა, მაშინ ჩემდა საზიანოდ უთქვია, თუ მაგის ლოგიკით გავყვებით,  მაშინ პროკურორიც მაგის მომხრე ყოფილა. 

მთავარი პროკურორი იყო შემთხვევით მაგ შეხვედრაზე, ის არ იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, იყო შემთხვევით და ამ შეხვედრაზე პროკურორს აბსოლუტურად არაფერი არ უთქვია და იქ არ ყოფილა ამ შეხვედრის გამო. ამ შეხვედრაზე საერთოდ არ გადაწყვეტილა საკითხი, ამ შეხვედრიდან ჩვენ გამოვედით ისე, რომ აბსოლუტურად არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული მოსმენილი იქნა ეს ინფორმაცია,“ - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.  

ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე მისვლა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. 

"შეხვედრაზე მისვლა ბატონმა ბიძინამ მთხოვა. შეხვედრის მიზანი ვიცოდი, რომ იქნებ მოვისმინოთ რა ხდება. ხომ არ შეიძლება, რომ მშვიდობიანად რაღაცა მოლაპარაკებების დონეზე ეს საკითხი გადაწყდეს იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდ ორ სუბიექტს შორის ბრძოლა. მთავარი ამბავი იყო, რომ ეხებოდა ეს საბანკო სექტორს. როდესაც სისტემა შექმნმნელ ორგანიზაციას ეხება საკითხი, ზუსტად გადაწყვეტილების მთავარი მიზანი, რომ მე რატომ წავედი ასეთი სახის გადაწყვეტილებაზე, მინდა გითხრათ, რომ არ უთხოვია ბატონ ბიძინას სარჩელის გამოთხოვა. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მეორე დღით მივედი და ვუთხარი, რომ მივიღე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საბანკო სისტემა დგებოდა ძალიან დიდი კრიზისის ქვეშ ერთი პატარა მაგალითის გამო. ეს გადაწყვეტილება იქნებოდა პრეცედენტული. ამის შემდეგ ყველა ბანკი, რომელიც ჩართული იყო გარიგებაში პროკურატურაში გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის და დაიწყებოდა სერიოზული საბანკო სისტემის რღვევა. არ მინდოდა მონაწილე ვყოფილიყავი ამ პროცესების. 

საბანკო სისტემა გადასარჩენი იყო ამ პრეცედენტისგან, ასე მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია. ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, აქ მაქვს ბიზნესი და არ მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მთავარი ინიციატორი საბანკო სისტემის კრიზისის. შეგნებულად გავაკეთე ეს. 
მეორე ბუნებრივია გავაკეთე იმისთვის, რომ მინდოდა მადლიერებაც დამენახა რაღაცა ფორმით იმიტომ, რომ მე ჩავთვალე, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი. მადლიერება მამუკასგან თუნდაც და დღეს აღმოჩნდა, რომ მან თავის თემას იყენებს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის თითქოს ბატონი ბიძინას სახლში ხდებოდა რაღაც ზეწოლა მასზე, ამ დროს თუ მაგ ლოგიკით წავალთ, ზეწოლა ჩემზე ყოფილა." - ამბობს ჩხარტიშვილი. 

დღის ამბები