29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ დავაფინანსებ და არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვაპირებ გაწევრიანებას - ვანო ჩხარტიშვილი

ვანო ჩხარტიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში 2020 წლის არჩევნებზე და კონკრეტულად გიორგი ვაშაძეზე საუბრობს. ის ადასტურებს, რომ გიორგი ვაშაძე მისი ნათესავია, თუმცა ამბობს, რომ არასდროს დაუფინანსებია და მხოლოდ ოჯახურ შეკრებებზე ხვდებიან.

ბიზნესმენის თქმით, ის არასდროს დაეხმარება და დააფინანსებს "ნაციონალურ მოძრაობას" და ასევე არც ერთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას.

"გიორგი ვაშაძე კი ჩემი ნათესავია, გვენათესავება ისე როგორც ადამიანები ადამიანებს. გაზვიადებულია ეს თემა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და მინდა იქით გკითხოთ, რაში შეიძლება ვანო ჩხარტიშვილს გიორგი ვაშაძემ დამეხმაროს, ან რაიმეზე ლობირება გამიკეთოს? ან ფრაქციაში შევიდეს პარლამენტში და ფრაქცია ჰქონდეს. რა კავშირი შეიძლება მქონდეს "ნაციონალურ მოძრაობასთან"? მას თავისი ცხოვრების გზა აქვს, თავისი პოლიტიკური გზა აქვს. კი ურთიერთობა გვაქვს, ვხვდებით ოჯახურ ღონისძიებებზე. ფინანსურად არ ვეხმარები, მაშინ გამოდის, რომ მე "ნაციონალურ მოძრაობას" ვეხმარები და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სურვილი რომ მქონდეს, დასამალი არ მაქვს არაფერი. "ნაციონალურ მოძრაობას" მე რომ არ დავაფინანსებ თქვენ კარგად იცით.

არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ დავაფინანსებ და არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვაპირებ გაწევრიანებას, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები," - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.​

ბიზნესმენისვე თქმით, ის მომავალში არც "ქართული ოცნების" შემომწირველი და დამფინანსებელი არ იქნება და არც პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს. 

დღის ამბები