29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
TBC ბანკი იყო პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი - ვანო ჩხარტიშვილი 

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, პროკურატურამ TBC ბანკი ბევრ საქმეში "გამოიყენა.“ ბიზნესმენი ამბობს, რომ ბანკი პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი მაგალითი მის კუთვნილ წისქვილკომბინატსაც ეხება.

ვანო ჩხარტიშვილი თქმით,  დაყადაღებული აქტივის შეძენა მეგობრის მეშვეობით სურდა, თუმცა პროკურატურამ ამის საშუალება არ მისცა. 

"მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ TBC ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი. მე არ ვამბობ, რომ ბატონ მამუკას უნდოდა ჩემი აქტივების წართმევა და ვერც წამართმევდა ამას. უბრალოდ ბანკი იქნა გამოყენებული ძალიან ბევრ საქმეში, არა მარტო ჩემ საქმეში, სამწუხაროდ, ისეთი ფაქტები არსებობს, რომელიც მაგალითად, პროკურატურაში ადამიანებს ციხეებში აწერინებდნენ ხალხს ხელს და აღებინებდნენ კრედიტებს.

ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც დევნილი ვიყავი და ყველა ჩვენი სტრუქტურა, რომელიც იყო, იყო დაკეტილი, პირველ რიგში ჩვენი აქტივის ღირებულება იყო 18 მილიონი საერთაშორისო აუდიტორების შეფასებით და ჩვენ მცდელობა გვქონდა რომ ეს აქტივი ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რადგანაც ჩვენ არ გვიშვებდნენ ამის აქტივის შესაძენად, მოგვეხდინა რომ აუქციონზე გავუსლიყავით და ასეთი ადამიანი, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ არ მიუშვეს საყიდლად. გადაწყვეტილი ჰქონდა გენერალურ პროკურატურას, რომ ეს უნდა მიეყიდა კონკრეტული პიროვნების მიმართ. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს ჩვენი აქტივი გამოგვესყიდა და დაბრუნებულიყო ჩვენს საკუთრებაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა,“ - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა. 

 

 

 

 

 

დღის ამბები