ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ძლიერ წვიმას ჰუბეისა და შანქსის პროვინციებში 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ, მიმდინარეობს დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებიც.
როგორც ჩინელი სინოპტიკოსები აცხადებენ, გასულ წლებთან შედარებით ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდა, რასაც სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.