29 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ოკუპაცია, 20 ივნისი, გარეჯის მოვლენები - პარლამენტში სუსის 2019 წლის ანგარიშს უსმენენ

საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშში. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს სუსის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მიაწოდა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა. რაზეც პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხდა პროცესის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განხილვა. ანგარიშში  საუბარია 2019 წელს სუსის მიერ 91 საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე, რის გამოც ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 135 პირი.

"20 ივნისს განვითარებული და მისი თანხმლები მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივებას. აღნიშნულ კონტექსტშია განსახილველი 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განვითარებული პრობლემები, რის გამოც საფრთხის წინაშე დადგა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება. პროვოკაციის თავიდან აცილების და ვითარების დასტაბილურების მიზნით უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ჩართული ვართ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში," - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამ წუთებში შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში, დახურულ ფორმატში გრძელდება.

დღის ამბები