29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ცვლილებები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში მედიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მედიაში ჩარევის მხრივ არანაირ საფრთხეს არე ქმნის  "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება.

"ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს . მე როგორც ვიცი საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას, რთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე,"  - განაცხადა გიორგი გახარიამ, მისი თქმით, კრიტიკა რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან ისმის, უსაფუძვლოა.

დღის ამბები