29 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"მე ვიქნები ბოლო ნომერი" - გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

იქნება, თუ არა გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების პირველი ნომერი, ამ კითხვაზე პასუხი პრემიერ-მინისტრმა ასურეთში სტუმრობის დროს გასცა, სადაც მან ვიცე-პრემიერთან და გერმანიის ელჩთან ერთად რეაბილიტირებული გერმანული დასახლება დაათვალიერა.

გიორგი გახარიას თქმით, სიაში ადგილებზე სამსჯელოდ მთავრობას არ სცალია, რადგან ერთდროულად 3 გამოწვევასთან ბრძოლა უწევს

"რამდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავიწყებ ბოლოდან, მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე რომელი ნომერი ვიქნები. ჩემი და მთავრობის ძირითად ამოცანა ეს არის პირველ რიგში პანდემია, მეორე უკიდურესად მნიშვნელოვან ამოცანაა ჩვენი ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები. როგორ ფიქრობთ ამ გამოწვევების პირობებში ან მე, ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს იმის დრო, რომ ვიმსჯელოთ სიაში პირველი ან მეორე ვინ იქნება? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ქვეყანამ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე არსებობს, თუ არა შესაძლებლობა, რომ "ქართული ოცნების" სიაში იყოს ბიძინა ივანიშვილიც, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები