29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის მიზეზი - მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხს სრულიად საზოგადოება უკვე 18 დღეა ელოდება, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი. დიდი ალბათობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა კვლევის პასუხი იცის, თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს.

მოხდება თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება, დაუმძიმდება თუ არა ბრალი რომელიმე დაკავებულს და გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე - ეს ყველაფერი ისევ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. დაღუპული ბიჭის ბიძა იმედოვნებს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხები კონკრეტული იქნება.

"იმედი გვაქვს რომ სამივე ძირითად კითხვაზე გაეცემა პასუხი. ეს გახლავთ გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, დაზიანებების ხარისხი და ის, თუ როდის იქნა ეს დაზიანებები მიყენებული. 

ოჯახის ნომერ პირველი ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტია, შესაბამისად ვფიქრობთ რომ ექსპერტიზა დაგვეხმარება. ამის შემდეგ კი ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია, როგორც დამნაშავეთა უფრო მძიმე კვალიფიკაციით დასჯის, ასევე საქმის ახალი ტალღის დაწყების თაობაზე,"- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

დღის ამბები