29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. NATO-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მყოფი 28 პირი სპეციალური რეისით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული სამხედროების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირების წყაროდ ადგილობრივი ავღანელი პერსონალი სახელდება. ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში დაბრუნებულები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

დღის ამბები