ადვოკატები ვასილ მამულაშვილი, ბექა ნემსიწვერიძე და ალექსანდრე კობაიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე ეხება გიორგი შაქარაშვილის საქმის ნივთმტკიცებულებებში შემავალ მასალას, რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული კადრები რამდენიმე ადვოკატთან საქმის მასალების გადაცემის შემდეგ აღმოჩნდა.
ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, ეს მასალა არ ეხება ამ კონკრეტულ საქმეს და არარელევანტურია. ბექა ნემსიწვერიძე კი ამბობს, რომ მისთვის საერთოდ უცნობია აღნიშნული მასალის შინაარსი, რადგან დროის უქონლობის გამო არც გაცნობია.
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, არაავთენტური მასალის აღმოჩენისთანავე მიმართა საგამოძიებო უწყებას, რომ მასალა განადგურებულიყო.
"აღმოვაჩინეთ, რომ იყო არაავთენტური მასალა, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება და მივმართეთ საგამოძიებო უწყებას, რომ გაენადგურებინათ," - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.