29 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
გზავნილი უკრაინიდან - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის არჩევნებზეც აანონსებს

გზავნილი უკრაინიდან - საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. ოფიციალური ფეისბუქმიმართვით მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ოქტომბერში სათავეში ჩაუდგება. საქართველოში დაბრუნების მიზეზი კი, მისი თქმით, მთავრობის ქმედებები და ქვეყანაში, ბოლო დროს შექმნილი ვითარება ხდება.

სააკაშვილის გზავნილებს მიესალმებიან მისი თანაგუნდელები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სააკაშვილს აქვს ლეგიტიმური უფლება შეაფასოს იმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლის პრეზიდენტიც იყო. "ევროპული საქართველო" კი ვრცელი შეფასებისგან თავს იკავებს. სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ბრძოლის განსხვავებული მეთოდი აქვს.

არჩევნებში სააკაშვილთან რაიმე სახის კოორდინაციას გამორიცხავს პარტია "მოქალაქის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი. "გირჩში" კი ფიქრობენ, რომ მსგავსი განცხადებები პროცესების რადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

სააკაშვილის გზავნილებში დესტრუქციული ქმედებები დაინახეს "ქართული ოცნებაში". მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის განცხადებები დაპირისპირების პროვოცირების მცდელობაა.

იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობს, ლიდერები "ქართული ოცნებიდან" არ გამორიცხავენ, რომ მისი გზავნილებით საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას აანონსებს. ექსპრეზიდენტ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები