კიდევ ერთხელ შეცვლილი პროგნოზები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდებოდეს.
დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ COVID-19-ის გავრცელება იმ წვეთებისგან ხდებოდა, რომელსაც ადამიანები დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, წვეთები ჰაერში არ ჩერდებოდა და ზედაპირებზე ეცემოდა. სწორედ ამიტომ ითვლებოდა პრევენციის მთავარ ზომად ხელების დაბანა.
რა შეიცვლება რეკომენდაციებში? და არის, თუ არა ახალი აღმოჩენა უკვე დამტკიცებული?
პოზიციები 32 ქვეყნიდან 240-მდე მეცნიერის ღია წერილის შემდეგ შეიცვალა, სადაც წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია.
სპეციალისტები, ჯანმოს მორიგი ინფორმაციის შესახებ რომლებიც მრავალი წელია საქართველოში იკვლევენ სხვადასხვა ვირუსის მახასიათებლებს და პანდემიურ COVID-19-ს, დამატებით მტკიცებულებებს ელოდებიან.
კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს. ამას განაპირობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომ ვირუსის გადადება ჰაერიდანაა შესაძლებელი. ეს ცვლის იმ რეგულაციებს, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნდა: მაგალითად ხელთათმანი, მისი არ გამოყენება ხშირ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე ტარება, მცირდება ფიზიკური დისტანციის მანძილიც. ვირუსის გენეტიკური მასალაც, რომელიც აღმოჩნდება ნებისმიერ ზედაპირზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღარ წარმოადგენს ინფიცირების წყაროს. მაგრამ, ეს მოსაზრება არ ცვლის პირბადის გამოყენების აუცილებლობას ახლო დისტანციის შემთხვევაში, ან შენობაში ყოფნის დროს.
საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით იმდენად მცირეა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ დასკვნა კოვიდის გადაცემა ხდება, თუ არა ჰაერის გზით, უმჯობესია საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთონ.
კორონავირუსის მახასიათებლებს მეცნიერები ეტაპობრიბივად სწავლობენ, თუმცა ვირუსის უნარები ბოლომდე ჯერ არ იციან. დამატებითმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ტვინის ქსოვილს, გულის კუნთის ქსოვილს. საქართველოში უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.
დამატებით მიმდინარეობს მუშაობა იმ გეგმაზეც, რომ COVID-19-ის მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს. მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების და ლაბორატორიული მუშაკების ტესტირებების გაფართოება.