29 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
უკრაინას ამაზე პასუხი მოეთხოვება, საგარეო უწყება რეაგირებას მოახდენს - ირაკლი სესიაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების დაბრუნებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი გამოეხმაურა.

"სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს და ის იმ ქვეყნის საჯარო მოხელეა. შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როდესაც ის ამ ქვეყნის მთავრობის ლეგიტიმაციაზე საუბრობს, ცხადია, რეაგირების გარეშე არ დარჩება. უკრაინას ამაზე პასუხი მოეთხოვება, საგარეო უწყება რეაგირებას მოახდენს,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი კი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დესტრუქციულს უწოდებს. 

"ეს არის კურდღელი და კურდღლების პარტია აქვს. ასევე, ეს არის უჯიშოთა ჯიში, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ნაციონალობასა და ეროვნებასთან. სააკაშვილის ნებისმიერი გამოჩენა არის დესტრუქცია,"- აღნიშნავს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები