29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

"გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე" - ამ განცხადებას მიხელ სააკაშვილი აკეთებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ის ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების დაბრუნებაში ადანაშაულებს.

"ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი, ბერა, რომელიც მეგობრობს "კანონიერ ქურდთან" და მის შვილთან, "კაწროსთან", შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს. ივანიშვილის ძმამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ასკანელებმა, შექმნეს ასევე, გაკრიმინალურებული სპორტსმენებისა და ბანდიტების დაჯგუფება, რომელიც ატერორებს, ართმევს ბიზნესს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს არის "ბეზპრედელშიკების" გაბატონება საქართველოში. მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ თვითონ არის იქ.

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე. ეს უკანონობა, არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება. ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები და, რა თქმა უნდა, უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული, კონკრეტულად მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოს დასუსტების, განადგურების, მსოფლიო იზოლაციის და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს. ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ჯარისკაცი, მაგრამ ასევე, თქვენთან ერთად ვიქნები ერთ-ერთი გამარჯვებული,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები