29 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანია

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 მცირეწლოვანია. თვითმხილველების თქმით, BMW -მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა მუშაობდა, მათ დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

დღის ამბები