ისრაელის პროკურატურა კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის და ახლობლის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას აანონსებს.
ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს, კომპანიაში "დამცავი ფარი", საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან.
ისრაელის სახელმწიფო პროკურორის განცხადებით, ოთხმა ბიზნესპარტნიორმა - გაელ ჰირშიმ, ოდედ შახნაიმ, იანივ ადამმა და მიხაელ ბენიამინმა ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერნმანიაში კომპანიების და საბანკო ანგარიშების მთელი ქსელი შექმნა, რომელსაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან თანხების მისაღებად იყენებდნენ, შემდეგ თანხებს იყოფდნენ, მაგრამ ისრაელის საგადასახადო უწყებას შემოსავლებს უმალავდნენ.
მიხაელ ბენიამინი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია.
ბოლო პერიოდში ბენიმინის საქმიანობა ალბანეთში ბინარული ოპციების და კრიპტოვალუტის ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობას მოიცავდა.