29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ რუსეთის რეზოლუციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ, სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც დახმარებისთვის თურქეთის საზღვრის მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის გამოყენებას ითვალისწინებს, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა შვიდმა ქვეყანამ: დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა, ბელგიამ, გერმანიამ, დომინიკის რესპუბლიკამ და ესტონეთმა მისცა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს: რუსეთმა, ჩინეთმა, ვიეტნამმა და სამხრეთ აფრიკამ, ოთხმა ქვეყანამ: ინდონეზიამ, ნიგერიის რესპუბლიკამ, სენტ-ვინსენტი და გრენადინებმა, ტუნისმა კი, თავი შეიკავა.

დღის ამბები