29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით აქტუალური თემები განიხილეს

სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით აქტუალური თემები განიხილეს. ყურადღება დაეთმო COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

ასევე საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად საფრანგეთისა და გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

განხილვის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც.

"ჩვენ შეხვედრაზე ბუნებრივია ვისაუბრეთ ევროკავშირი და ნატოს თემატიკაზე. დეტალურად მიმოვიხილეთ ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ ორმხრივად გვაქვს ევროკავშირთან. შევეხეთ უსაფრთხოების თემებსაც და ამ კონტექსტში საუბარი გვქონდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის ამბები