29 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
წყალტუბოში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

წყალტუბოში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ცრუ ჩვენების მოცემა ედება. მან გამოძიებასთან მოიტყუა თითქოს შემთხვევის ადგილზე არ იყო, რის გამოც დააკავეს. 

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს გარდაცვლილი არასრუწლოვანი გოგოს ოჯახს. მათ გარკვეული კითხვები აქვთ, თუმცა ჯერ საუბარი არ სურთ. 

მათ არ იციან, რატომ იყო მათი შვილი მესამე სართულზე და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, ვინ არის დაკავებული.

შემთხვევა წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები