29 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ საქართველო შეტანილი იქნა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში - ლიეტუვას ელჩი საქართველოში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასი მიესალმება.

"ფეისბუქ გვერდებზე" მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელა საფრანგეთისა და ლიეტუვის საელჩოების წარმომადგენლობებმაც

"მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველო შეტანილი იქნას 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში. დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ საქართველო ხსნის საზღვრებს 5 ქვეყნისთვის, რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან ბევრ ტურისტს სურს საქართველოში მოგზაურობა და ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება. ტურისტები ასევე სჭირდება საქართველოს ეკონომიკასაც. ძალიან კარგია, რომ ამ ურთულესი პერიოდის შემდეგ, ქვეყანა ეტაპობრივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს," - განაცხადა ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასმა.

დღის ამბები